ფობია -ბერძნული სითყვაა და "ფობოს" ნიშნავს შიშს.
ეს არის რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობის, ადამიანის ან ცხოველის მიმართ პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისაგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი.როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება,ან როცა ეს შიში ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება- ნერვიული გადახრა ანომალიის ერთ-ერთ ნაირსახეობაში.
თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, ფობია არის შიშის ირაციონალური ეტაპი.ის აღმოცენდება არაფრისაგან,ცარიელ ადგილას ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე.ადამიანს თავს ატყდება ყოველგვარი საშინელება,რომელიც არაადეკვატური საქციელის ჩადენას აიძულებს.ამასთანავე, ავადმყოფი გრძნოობს რომ,გარესამყაროში მისი ასეთი ქმედების საფუძველი არ მოიძებნება,მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია.ექიმები ამას პანიკურ შეტევას უწოდებენ.შიში არის ემოცია,რომელიც აღმოცენდება ორგანიზმის,მისი ფასეულობების, პრინციპებისა და იდეალების მიმართ რეალური ან წარმოსახვითი მუქარის შემთხვევაში.ჯერ კიდევ ფროიდის დროიდან მიღებულია შიშის დაყოფა რეალურ და ნერვოზულ ფორმებად.რეალური შიში ჩვენთვის სავსებით გასაგებია.ეს არის გარეგანი საშიშროები აღქმის საპასუხო რეაქცია.ამ შემთხვევაში შიში მიზანმიმართულია და ასრულებს სიგნალის ფუნქციას: "საფრთხე ახლოს არის,მოემზადე თავდაცვისათვის ან გასაქცევად".შიშის ეფექტის მომეტებულ გავრცელებას და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე შიშით რეაგირებისაკენ ადამიანის მიდრეკილებას ფსიქოანალიზი გარკვეულწილად ფსიქიკაში შიშის ბირთვის არსებობით ხსნის.თუ შიში ადამიანისათვის პრობლემად იქცევა და ხელს უშლის მის ყოველდღიურ ცხოვრებას,მას ფობიად განიხილავენ.ტერმინ ფობიის შინაარსი ძალიან მრავალფეროვანია.ამერიკელი მეცნიერების მიერ შედგენილი სამეცნიერო ტერმინოლოგიის ლექსიკონში აღწერილია 400 სახის ფობია,მათი რაოდენობა კი ცივილიზაციის ახალი მიღწევების გაჩენასთან ერთად იზრდება.სტატისტიკის თანახმად,დედამიწის ყოველი მერვე მკვიდრი ერთი ან რამდენიმე სახის ფობიით არის შეპყრობილი.
წყარო:www.mkurnali.ge
www.wikipedia.org
წყარო:www.mkurnali.ge
www.wikipedia.org
No comments:
Post a Comment