საიდან ჩნდება ფობია?



              დიდხანს ეგონათ, რომ აკვიატებული მდგომარეობის ფენომენი შიზოფრენიის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ამჯამად კი ფობიას დამოუკიდებელ დაავადებად განიხილავენ, ვინაიდან ამ სენით შეპყრობილი ადამიანები შიზოფრენიით დაავადებულნი ნამდვილად არ არიან. ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედრიკმა ფობიას "ჭკვიანი ადამიანების სისულელეები" უწოდა. ეს იმიტომ, რომ ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ.  ეს დაავადება, შიზოფრენიისაგან განსხვავებით, არ იწვევს პიროვნების შეცვლას, უფრო მეტიც, ფობიით დაავადებულებს ფსიქიკური მოშლილობის სხვა სახეები არ აღენიშნებათ. ფობიის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აკვიატებული შიშის საფუძველს ფსიქოლოგიური ფაქტორები წარმოადგენს, მეორენი კი დამნაშავედ ბიოლოგიურ ფაქტორებს მიიჩნევენ, მაგრამ ფაქტები და მათი ანალიზი ამტკიცებს, რომ მიზეზი უმეტესად ორივე ტიპის ფაქტორთა თანხვედრაა.შეინიშნება ფობიის მემკვიდრეობითობოს ტენდენცია: თუ ერთ-ერთ მშობელს რაიმე სახის ფობია არენიშნება, არსებობს ალბათობა, რომ ის შვილსაც დაემართოს. ესპანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ის ოჯახები, რომელთა წევრებიც ამა თუ იმ ფორმის ფობიით იყვნენ შეპყრობილნი და დაამტკიცეს, რომ ფსიქიკისეს გადახრა ათიდან 9 შემთხვევაში თანდაყოლილია.
                ამერიკელი მეცნიერის,ნევროლოგისა და ფსიქიატრის ლევინსონის აზრით, ფობიის მიზეზები შუა ყურის პათოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ამის თქმის საფუძველს მას 20 ათასამდე პაციენტზე დაკვირვება აძლევს. ამიტომ ლევინსონი ფობიით შეპყრობილებს მოუწოდებს, მიმართონ ოტორინოლარინგოლოგებს და გამოიკვლიონ შუა ყური.













წყარო : mkurnali.ge



No comments:

Post a Comment